https://sputnik-georgia.com/20231009/israelsi-darupulta-xsovnis-pativsacemad-tbiliselebs-sinagogastan-yvavilebi-miaqvt-283144643.html
ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისელებს სინაგოგასთან ყვავილები მიაქვთ
ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისელებს სინაგოგასთან ყვავილები მიაქვთ
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე და 690-ზე მეტი პალესტინელი. 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T23:37+0400
2023-10-09T23:37+0400
2023-10-09T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/95/247549585_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_e83d5a966a36a558522bab5e005ed3c6.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში ჰამასის იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ისრაელის მოქალაქეებმაც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან.საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე და 690-ზე მეტი პალესტინელი.ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში საქართველოს 120 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს სხვადასხვა ნივთები და თავშესაფარი.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/95/247549585_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_97056d43fd504f173fdfbdd8b677a9bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , თბილისი დღეს
ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისელებს სინაგოგასთან ყვავილები მიაქვთ
ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე და 690-ზე მეტი პალესტინელი.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში ჰამასის იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ისრაელის მოქალაქეებმაც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან.
„მე ისრაელიდან ვარ, ჩრდილოეთ ისრაელში ვცხოვრობ. მინდა, პატივი მივაგო მათ, ვინც ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანაა. გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამშობლოში, რათა ახლოს ვიყოთ ჩვენს ხალხთან და დავუჭიროთ მხარი ასეთ რთულ მომენტში“, – განაცხადა მიხაილ შიტინბურგმა „პირველი არხის“ ეთერში.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე და 690-ზე მეტი პალესტინელი.
ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში საქართველოს 120 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს სხვადასხვა ნივთები და თავშესაფარი.