https://sputnik-georgia.com/20231009/israel-palestinis-konfliqti-283121956.html
ისრაელმა ღამით პალესტინის 500-ზე მეტი ობიექტი დაბომბა - ვიდეო
ისრაელმა ღამით პალესტინის 500-ზე მეტი ობიექტი დაბომბა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის სამხედროებმა ღამით ღაზის სექტორში პალესტინური „ჰამასისა“ და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რამდენიმე ასეულ სამიზნეს... 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T10:28+0400
2023-10-09T10:28+0400
2023-10-09T15:02+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი
პალესტინა
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086250_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e3944a9a907722151551878654aa96ea.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის სამხედროებმა ღამით ღაზის სექტორში პალესტინური „ჰამასისა“ და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რამდენიმე ასეულ სამიზნეს დაარტყეს, იტყობინება ისრაელის არმიის პრეს-სამსახური.გარდა ამისა, პრეს-სამსახურის ცნობით, „ცახალმა“ ასევე დაარტყა მრავალსართულიან შენობებს, რომელთაგან ერთ-ერთში „ჰამასის“ სამხედრო შტაბი იყო განთავსებული.ამასთან, როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისრაელის არმიამ პალესტინური დაჯგუფების მაღალჩინოსანი აიყვანა ტყვედ.„ცახალი“ პირობას დებს, რომ „ღაზის სექტორში შეტევებს განაგრძობს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების მიზნით“.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ოპერაცია „ალ-აქსის წარღვნა“ გამოაცხადა ისრაელის წინააღმდეგ და უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ღაზის სექტორიდან. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვების ფართო მობილიზაცია ბრძანა.ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.წყარო: idf
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086250_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_bf555a1b6a73c5b864c274439f4fc439.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი , პალესტინა, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი , პალესტინა, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის სამხედროებმა ღამით ღაზის სექტორში პალესტინური „ჰამასისა“ და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რამდენიმე ასეულ სამიზნეს დაარტყეს, იტყობინება ისრაელის არმიის პრეს-სამსახური.
„ცახალმა ღამით ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაციის 500-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს შეუტია. განადგურებულია „ჰამასის“ შვიდი ოპერატიული შტაბი, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია GAP-ის ერთი ოპერატიული შტაბი“, − ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, პრეს-სამსახურის ცნობით, „ცახალმა“ ასევე დაარტყა მრავალსართულიან შენობებს, რომელთაგან ერთ-ერთში „ჰამასის“ სამხედრო შტაბი იყო განთავსებული.
ამასთან, როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისრაელის არმიამ პალესტინური დაჯგუფების მაღალჩინოსანი აიყვანა ტყვედ.
„ცახალი“ პირობას დებს, რომ „ღაზის სექტორში შეტევებს განაგრძობს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების მიზნით“.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ოპერაცია „ალ-აქსის წარღვნა“ გამოაცხადა ისრაელის წინააღმდეგ და უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ღაზის სექტორიდან. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვების ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.