https://sputnik-georgia.com/20231008/sagareo-uwyeba-razis-seqtortan-saqartvelos-otxi-moqalaqe-imyofeboda-283077806.html
საგარეო უწყება: ღაზის სექტორთან საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა
საგარეო უწყება: ღაზის სექტორთან საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T11:21+0400
2023-10-08T11:21+0400
2023-10-08T11:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
ქართული დიასპორა
პალესტინა
კონფლიქტები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283064365_0:163:3072:1891_1920x0_80_0_0_ff4b90f135b5b30a7444f00aca8a7499.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 250 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 1452 დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 232 დაღუპულისა და 1790 დაშავებულის შესახებ განაცხადა.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.სარაკეტო შეტევა ისრაელზე: საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს >>საუბარია ფოტოზე, რომელიც შაბათს სოციალურ ქსელებში გავრცელდა - მასზე ნაჩვენებია ღაზის სექტორთან მძევლად აყვანილი ნეპალელი მუშები. სოციალური ქსელის მომხმარებელმა საქართველოდან დაწერა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველია, რომელიც მან როგორც ბავშვობის მეგობარი ამოიცნო.საელჩო მოუწოდებს ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფ პირებს, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ლინკზე.მოქმედებს ცხელი ხაზი: +972 526 919092; +972 528 888513; +972 547 386813.ბოლო მონაცემებით, ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 998 მოქალაქეა რეგისტრირებული.
საქართველო
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283064365_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_642b0669bafd61c6df30bc0f337724f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , ქართული დიასპორა, პალესტინა, კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , ქართული დიასპორა, პალესტინა, კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
საგარეო უწყება: ღაზის სექტორთან საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა
11:21 08.10.2023 (განახლებულია: 11:50 08.10.2023) ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 250 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 1452 დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 232 დაღუპულისა და 1790 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ“, – განაცხადეს უწყებაში.
საუბარია ფოტოზე, რომელიც შაბათს სოციალურ ქსელებში გავრცელდა - მასზე ნაჩვენებია ღაზის სექტორთან მძევლად აყვანილი ნეპალელი მუშები. სოციალური ქსელის მომხმარებელმა საქართველოდან დაწერა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველია, რომელიც მან როგორც ბავშვობის მეგობარი ამოიცნო.
საელჩო მოუწოდებს ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფ პირებს, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია
ლინკზე.
მოქმედებს ცხელი ხაზი: +972 526 919092; +972 528 888513; +972 547 386813.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 998 მოქალაქეა რეგისტრირებული.