https://sputnik-georgia.com/20231008/azerbaijanis-prezidenti-samusao-vizitit-tbiliss-ewvia-283084374.html
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია
Sputnik საქართველო
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T12:23+0400
2023-10-08T12:23+0400
2023-10-08T12:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283083426_0:168:1536:1032_1920x0_80_0_0_2a3d17070ccec7ba0198ae91e92f2d17.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის >>აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283083426_321:254:1314:999_1920x0_80_0_0_fb50bb225448d399375efe30c6fb008f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.