საშიში სათამაშოები და სამშენებლო მასალა - რამდენი დარღვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerსათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2023
გამოწერა
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს პროდუქციის ხარისხს უსაფრთხოებაზე
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტროში არსებულმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 2023 წელს ჯანმრთელობისთვის სახიფათო სათამაშოები და სამშენებლო მასალები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს სააგენტოს მიერ შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სათამაშო არ შეესაბამებოდა ნორმებს და გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.
გარდა ამისა, 2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე ასევე შემოწმდა 49 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც პროდუქტის ამოღების რეკომენდაცია 26 პროდუქტზე გაიცა.
სათამაშოები შეიძლება საშიში იყოს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა :>>
უწყება არ აკონკრეტებს პროდუქციის სახეობებს, რომლებიც საშიში იყო ადამიანისთვის.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს პროდუქციის ხარისხს უსაფრთხოებაზე და გასცემს მისი ამოღების რეკომენდაციას, თუ საქონელი არ არის უსაფრთხო ადამიანებისთვის.
2024 წლის 1 იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებოცემენტის და ჭერის პროდუქტები.
ასევე, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორის - გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები).
ყველა ახალი ამბავი
0