https://sputnik-georgia.com/20231007/14-wlis-gogonas-mkvleloba-ombudsmenma-mouwoda-xelisuflebas-ar-dausvas-adreuli-qorwineba-283059004.html
14 წლის გოგონას მკვლელობა: ომბუდსმენმა მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას ადრეული ქორწინებები
14 წლის გოგონას მკვლელობა: ომბუდსმენმა მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას ადრეული ქორწინებები
Sputnik საქართველო
საჭიროა მკაცრი რეაგირება, მათ შორის ქალთა მიმართ დანაშაულის ფაქტების შეუტყობინებლობის კუთხით, აღნიშნა სახალხო დამცველმა 07.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-07T10:55+0400
2023-10-07T10:55+0400
2023-10-07T12:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275532020_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_5118dc7ceed0bfe883c722b9c7f377ae.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის აღმოსაფხვრელად არასაკმარისია, საჭიროა გაძლიერდეს მუშაობა მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას.საზარელი შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა.მოზარდის მკვლელობაში მისი „ქმარია“ ბრალდებული. მედიის ინფორმაციით, მან გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საზარელი შემთხვევა მამაკაცის ბიძაშვილის ქორწილში მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.იოსელიანის თქმით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.„სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა იოსელიანმა.მისი განცხადებით, ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275532020_131:0:1798:1250_1920x0_80_0_0_bad41e329354c44eb8326ba8c037b8ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ადამიანის უფლებები საქართველოში
14 წლის გოგონას მკვლელობა: ომბუდსმენმა მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას ადრეული ქორწინებები
10:55 07.10.2023 (განახლებულია: 12:15 07.10.2023) საჭიროა მკაცრი რეაგირება, მათ შორის ქალთა მიმართ დანაშაულის ფაქტების შეუტყობინებლობის კუთხით, აღნიშნა სახალხო დამცველმა
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის აღმოსაფხვრელად არასაკმარისია, საჭიროა გაძლიერდეს მუშაობა მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას.
საზარელი შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა.
მოზარდის მკვლელობაში მისი „ქმარია“ ბრალდებული. მედიის ინფორმაციით, მან გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საზარელი შემთხვევა მამაკაცის ბიძაშვილის ქორწილში მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ“, - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.
„სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი განცხადებით, ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე.