https://sputnik-georgia.com/20231006/vaagn-xacaturiani-somxets-axali-samxedro-partniori-swirdeba-283011047.html
პრეზიდენტი ხაჩატურიანი: სომხეთს ახალი სამხედრო პარტნიორი სჭირდება
პრეზიდენტი ხაჩატურიანი: სომხეთს ახალი სამხედრო პარტნიორი სჭირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთს ახალი სამხედრო პარტნიორი სჭირდება და ქვეყანა საფრანგეთთან სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს, განაცხადა... 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T10:24+0400
2023-10-06T10:24+0400
2023-10-06T16:06+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
პოლიტიკა
სომხეთი
ვითარება ყარაბაღში
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/03/264935847_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_3aa451f03b17750b0e223f54d55e38bc.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთს ახალი სამხედრო პარტნიორი სჭირდება და ქვეყანა საფრანგეთთან სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატურიანმა.მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ტელეარხს დაუდასტურა, რომ პარიზი ერევანთან ნამდვილად აწარმოებს დიალოგს შეიარაღების საკითხებზე. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნს უკვე დაევალა, შეაფასოს საფრანგეთის შესაძლებლობები სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით. თუმცა კოლონას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა ტიპის იარაღის გადაცემა შეუძლია პარიზს ერევნისთვის.მანამდე, 5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობის იმ წევრებისთვის, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 28 სექტემბერს კი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს. 19 სექტემბრიდან დღემდე მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის თითქმის 85% გავიდა სომხეთში. ევროკავშირის ხელისუფლებამ სომხეთს 25 მილიონი ევრო გამოუყო ყარაბაღიდან ლტოლვილების დასახმარებლად.
სომხეთი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/03/264935847_0:0:1420:1065_1920x0_80_0_0_b9ab43c66270e7b1a1405f5a2475f7c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, სომხეთი, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, სომხეთი, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, საფრანგეთი
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთს ახალი სამხედრო პარტნიორი სჭირდება და ქვეყანა საფრანგეთთან სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატურიანმა.
„ჩვენ გვჭირდება ახალი სამხედრო პარტნიორი. საფრანგეთმა კი გამოთქვა მტკიცე განზრახვა, დაგვეხმაროს და მხარი დაგვიჭიროს, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. ამ დროისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები. ჩვენი მიზანია დავიცვათ თავი და შევაჩეროთ აზერბაიჯანის ამბიციები, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი — მეზობლებთან მშვიდობიანი ცხოვრებაა“, – განაცხადა მან France 2 TV-სთან ინტერვიუში.
მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ტელეარხს დაუდასტურა, რომ პარიზი ერევანთან ნამდვილად აწარმოებს დიალოგს შეიარაღების საკითხებზე. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნს უკვე დაევალა, შეაფასოს საფრანგეთის შესაძლებლობები სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით. თუმცა კოლონას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა ტიპის იარაღის გადაცემა შეუძლია პარიზს ერევნისთვის.
„ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ერევანთან, რათა შევაფასოთ მისი საჭიროებები შეიარაღების მხრივ. ეს ასევე არის კიდევ უფრო რთული სიტუაციის თავიდან აცილების გზა, რომელსაც უკვე უდავოდ მოჰყვება მკაცრი სანქციები ევროპის, ან, მინიმუმ, საფრანგეთის მხრიდან", — განაცხადა მინისტრმა.
მანამდე, 5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო
რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობის იმ წევრებისთვის, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 28 სექტემბერს კი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს. 19 სექტემბრიდან დღემდე მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის თითქმის 85% გავიდა სომხეთში. ევროკავშირის ხელისუფლებამ სომხეთს 25 მილიონი ევრო გამოუყო ყარაბაღიდან ლტოლვილების დასახმარებლად.