მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რეზოლუცია მიღებულია: ევროპარლამენტი ბაქოსთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში.
როგორც ევროპის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკავშირისგან ბაქოსთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხების იძულებით გაქცევა ეთნიკურ წმენდას უტოლდება.
ევროპარლამენტის დეპუტატების თქმით, ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს ნებისმიერი მოლაპარაკება ბაქოსთან განახლებული პარტნიორობის შესახებ. ამასთან, მოუწოდებენ თურქეთს, შეაკავოს მოკავშირე აზერბაიჯანი.

„პარლამენტი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის მიერ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას მთიან ყარაბაღზე 19 სექტემბერს, რაც საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. <...> ევროპარლამენტის აზრით, არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება. აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმით შეძრწუნებული პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები ბაქოელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

ამასთან ევროდეპუტატები მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას აზერბაიჯანის ჯარების მიერ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება „ომის დანაშაული იყოს“.
პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეამციროს დამოკიდებულება აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე და, სამხედრო აგრესიის ან სომხეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში, სრულად შეწყვიტოს ევროკავშირში აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას 491-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 9, თავი შეიკავა 36-მა დეპუტატმა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.
19 სექტემბრიდან დღემდე მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის თითქმის 85% გავიდა სომხეთში. ევროკავშირის ხელისუფლებამ სომხეთს 25 მილიონი ევრო გამოუყო ყარაბაღში ლტოლვილების დასახმარებლად.
ყველა ახალი ამბავი
0