https://sputnik-georgia.com/20231006/sarl-miseli-da-fon-edr-laieni-zalauflebistvis-brzola-283010755.html
მიშელი VS ფონ დერ ლაიენი: ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები ერთმანეთს ბრალს სდებენ
მიშელი VS ფონ დერ ლაიენი: ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები ერთმანეთს ბრალს სდებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს უკრაინისა და ევროკავშირში... 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T09:31+0400
2023-10-06T09:31+0400
2023-10-06T14:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ევროკავშირი
ევროკომისია
ევროსაბჭო
უკრაინა
ურსულა ფონ დერ ლაიენი
შარლ მიშელი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283010586_0:64:3001:1752_1920x0_80_0_0_3c7c1b1fdcfdabba06b38e476b030be6.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს უკრაინისა და ევროკავშირში ძალაუფლების გამო დაუპირისპირდნენ, ნათქვამია გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციაში.როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიას ნეგატიური რეაქცია ჰქონდა შარლ მიშელის ინტერვიუზე, რომელიც მანამდე გამოაქვეყნა Spiegel-მა. როგორც პოდესტამ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს ხელძღვანელის განცხადებები, რომელთან ინტერვიუც რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა SPIEGEL-მა, ნაწილობრივ არაზუსტია.ინტერვიუში შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის საგარეო პოლიტიკურ ინიციატივებს აკრიტიკებდა და ასევე ეხებოდა ევროკავშირში როლების განაწილების საკითხსაც. მისი თქმით, ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, რომელიც „იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მიმართულების შესახებ“.ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების მაგალითად მიშელმა ტუნისთან მიგრაციის შესახებ შეთანხმება დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი, თუმცა ევროკავშირის საბჭო „განზე დარჩა“. ამასთან გამოცემა წერს, რომ შარლ მიშელი, რომელიც ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს, „თავად აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებებს, როდესაც უკრაინას ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანების პერსპექტივას აღუთქვამს“.წყარო: Spiegel
ევროკავშირი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283010586_270:0:3001:2048_1920x0_80_0_0_f360d837c607160c4e74af79b670c42b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროსაბჭო, უკრაინა , ურსულა ფონ დერ ლაიენი, შარლ მიშელი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროსაბჭო, უკრაინა , ურსულა ფონ დერ ლაიენი, შარლ მიშელი , პოლიტიკა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს უკრაინისა და ევროკავშირში ძალაუფლების გამო დაუპირისპირდნენ, ნათქვამია გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციაში.
როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიას ნეგატიური რეაქცია ჰქონდა შარლ მიშელის ინტერვიუზე, რომელიც მანამდე გამოაქვეყნა Spiegel-მა.
„შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საგარეო პოლიტიკური უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა. კომისიის პრეს-მდივანმა არიანა პოდესტამ უარყო ეს ბრალდებები“, — წერს გამოცემა.
როგორც პოდესტამ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს ხელძღვანელის განცხადებები, რომელთან ინტერვიუც რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა SPIEGEL-მა, ნაწილობრივ არაზუსტია.
ინტერვიუში შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის საგარეო პოლიტიკურ ინიციატივებს აკრიტიკებდა და ასევე ეხებოდა ევროკავშირში როლების განაწილების საკითხსაც. მისი თქმით, ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, რომელიც „იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მიმართულების შესახებ“.
ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების მაგალითად მიშელმა ტუნისთან მიგრაციის შესახებ შეთანხმება დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი, თუმცა ევროკავშირის საბჭო „განზე დარჩა“.
ამასთან გამოცემა წერს, რომ შარლ მიშელი, რომელიც ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს, „თავად აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებებს, როდესაც უკრაინას ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანების პერსპექტივას აღუთქვამს“.