https://sputnik-georgia.com/20231006/saqartvelos-sauketeso-maswavlebeli-arceulia-283042871.html
საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი არჩეულია
საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი არჩეულია
Sputnik საქართველო
პედაგოგს ჯილდო განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადასცა. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T18:26+0400
2023-10-06T18:26+0400
2023-10-06T21:12+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283035588_0:199:2048:1352_1920x0_80_0_0_93bd2ce01907b06c5ee6d445991e1e93.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი 2023 წელს ნინო ფსუტური გახდა, რომელიც გორის N8 სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური. გუშინ, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ტიტულის გარდა, ფსუტურმა ასევე მიიღო ფულადი პრემია 15 ათასი ლარის ოდენობით. მინისტრი მოხარულია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემა უკვე ტრადიცია გახდა საქართველოში. „მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას აცნობს ჩვენს გმირ მასწავლებლებს", – აღნიშნა ამილახვარმა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. საუკეთესო პედაგოგის შესარჩევად კონკურსი საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283035588_261:223:1785:1366_1920x0_80_0_0_a3546dc51a7c6c96f195271f89c8cec2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ქართლი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ქართლი
საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი არჩეულია
18:26 06.10.2023 (განახლებულია: 21:12 06.10.2023) პედაგოგს ჯილდო განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადასცა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი 2023 წელს ნინო ფსუტური გახდა, რომელიც გორის N8 სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
გუშინ, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ტიტულის გარდა, ფსუტურმა ასევე მიიღო ფულადი პრემია 15 ათასი ლარის ოდენობით.
„მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი", – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრი მოხარულია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემა უკვე ტრადიცია გახდა საქართველოში.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას აცნობს ჩვენს გმირ მასწავლებლებს", – აღნიშნა ამილახვარმა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. საუკეთესო პედაგოგის შესარჩევად კონკურსი საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა.