https://sputnik-georgia.com/20231006/saprotesto-aqciebze-karvebis-gashla-mmartveli-partiis-pasuxi-283047829.html
შესაძლებელი იქნება თუ არა საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლა - მმართველი პარტიის პასუხი
შესაძლებელი იქნება თუ არა საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლა - მმართველი პარტიის პასუხი
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კანონის დებულებები არ ეწინააღმდეგება არც ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციას. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T23:15+0400
2023-10-06T23:15+0400
2023-10-06T23:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282997918_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_45549ed540b6572e6c4c78066ff5fed4.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ახალი წესები არ კრძალავს საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლას, არამედ პროტესტის ამ ფორმის დროს პოლიციას აძლევს შესაძლებლობას გააკონტროლოს სიტუაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.კანონპროექტის მიღებამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე კარვების დადგმა აკრძალა.მისი თქმით, კანონის დებულებები არ ეწინააღმდეგება არც ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციას.როდის იმოქმედებს კანონიშეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.საქართველოს პარლამენტმა საპროტესტო აქციების ჩატარების წესები გაამკაცრა - რა შეიცვალა>>>გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282997918_32:0:2763:2048_1920x0_80_0_0_8ad251939036f164cd080e105b0f555b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
შესაძლებელი იქნება თუ არა საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლა - მმართველი პარტიის პასუხი
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კანონის დებულებები არ ეწინააღმდეგება არც ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციას.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ახალი წესები არ კრძალავს საპროტესტო აქციებზე კარვების გაშლას, არამედ პროტესტის ამ ფორმის დროს პოლიციას აძლევს შესაძლებლობას გააკონტროლოს სიტუაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.
კანონპროექტის მიღებამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე კარვების დადგმა აკრძალა.
„მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია. შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ, პოლიციას იმის საშუალება ეძლევა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონის დებულებები არ ეწინააღმდეგება არც ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციას.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.