https://sputnik-georgia.com/20231006/mkvleloba-dadianis-quchaze-dakavebulia-moklulis-megobari-283044507.html
მკვლელობა დადიანის ქუჩაზე: დაკავებულია მოკლულის მეგობარი
მკვლელობა დადიანის ქუჩაზე: დაკავებულია მოკლულის მეგობარი
Sputnik საქართველო
დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T20:21+0400
2023-10-06T20:21+0400
2023-10-06T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მამაკაცი მასთან ერთად მცხოვრებმა მეგობარმა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი უთანხმოების გამო მოკლა.გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულმა დადიანის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს>>>პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული 5 ოქტომბერს თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11'-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მკვლელობა დადიანის ქუჩაზე: დაკავებულია მოკლულის მეგობარი
20:21 06.10.2023 (განახლებულია: 22:00 06.10.2023) დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი მასთან ერთად მცხოვრებმა მეგობარმა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი უთანხმოების გამო მოკლა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულმა დადიანის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული 5 ოქტომბერს თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11'-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.