მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წყარო: თურქეთი მოლაპარაკებებზე რუსეთის დასწრების მომხრეა

© Press service of the Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი მომხრეა, რომ რუსეთმა უკრაინის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ანკარის ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

„წინა შეხვედრებზე ჩვენ მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მისაღწევად რუსული მხარის ყოფნა აუცილებელია. სამწუხაროდ, ამ პოზიციას ყველა პარტნიორი არ უჭერს მხარს“, — განაცხადა წყარომ.

ამასთან მან არ უპასუხა სააგენტოს დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან რუსეთის ყოფნას მოლაპარაკებებზე.
მანამდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთი ოქტომბერში საერთაშორისო შეხვედრისთვის ემზადება, რომლის მონაწილეებიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებას განიხილავენ, Bloomberg-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრებიან, რუსეთი მიწვეული არ არის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ივნისშიც გაიმართა კოპენჰაგენში. მას ესწრებოდნენ G7-ის ქვეყნები, BRICS-ის ზოგიერთი ქვეყანა და თავად უკრაინა. შეხვედრაზე „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების გზები განიხილეს, რომელიც მოსკოვში „რეალობისგან სრულიად მოწყვეტილად“ მიაჩნიათ. მოგვიანებით ამ ფორმატის შეხვედრა ასევე გაიმართა საუდის არაბეთში. რუსეთი არცერთ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა მიწვეული.
ყველა ახალი ამბავი
0