https://sputnik-georgia.com/20231005/nebismier-provokaciaze-wavlen-kalaze-aqciebze-kanonis-gamkacrebis-mowinaarmdegeebze-283003345.html
ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ - კალაძე აქციებზე კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებზე
ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ - კალაძე აქციებზე კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციების შესახებ კანონის გამკაცრებას დაჩქარებული წესით ცდილობს. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T19:51+0400
2023-10-05T19:51+0400
2023-10-05T22:00+0400
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282997895_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b57a923c59c963383990088faf6fcbf8.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესწორებების მოწინააღმდეგეები წამსვლელი არიან იმ პროვოკაციებზე, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში იყო ლაპარაკი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ამისთვის უნდა გაიმართოს არჩევნები, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, აღნიშნა მან. თუმცა, კალაძის თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს.შესწორებების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან. კანონპროექტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკრიტიკა და განაცხადა, შესწორებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, ასევე აზრის გამოხატვის შეზღუდვაა.რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.აქციებზე კანონის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების დაცვისკენ არის მიმართული - დეპუტატი>>სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.მყისიერ ზომებს ვიღებთ - გივი მიქანაძე აქციების შესახებ კანონის გამკაცრებაზე>>ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა>>შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282997895_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_b97ae3e48ccbf124943ad874e53d2e15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ - კალაძე აქციებზე კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებზე
19:51 05.10.2023 (განახლებულია: 22:00 05.10.2023) საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციების შესახებ კანონის გამკაცრებას დაჩქარებული წესით ცდილობს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესწორებების მოწინააღმდეგეები წამსვლელი არიან იმ პროვოკაციებზე, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში იყო ლაპარაკი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.
„ყველა ის ადამიანი, პოლიტიკური პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება, წამსვლელია იმ სიბინძურესა და პროვოკაციაზე, რაზეც შესაბამისი სამსახურების მხრიდან იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა კალაძემ.
თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ამისთვის უნდა გაიმართოს არჩევნები, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, აღნიშნა მან. თუმცა, კალაძის თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ ნული. ერთადერთი გზა რჩებათ და ყველანაირი მეთოდით ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, დაამხონ ხელისუფლება თავიანთი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კალაძემ.
შესწორებების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან. კანონპროექტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკრიტიკა და განაცხადა, შესწორებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, ასევე აზრის გამოხატვის შეზღუდვაა.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.