https://sputnik-georgia.com/20231005/melia-vs-xabeisvili-talakvazem-ganmarta-vin-visi-gulis-da-tavistkivilia-283008092.html
მელია vs ხაბეიშვილი: თალაკვაძემ განმარტა, ვინ ვისი გულის და თავისტკივილია
მელია vs ხაბეიშვილი: თალაკვაძემ განმარტა, ვინ ვისი გულის და თავისტკივილია
Sputnik საქართველო
მელიამ აღნიშნა, რომ გავიდა ცხრა თვე, ქვეყანაში კი არცერთი მასშტაბური მიტინგი არ ჩატარებულა. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T23:29+0400
2023-10-05T23:29+0400
2023-10-27T15:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390071_1:0:3642:2048_1920x0_80_0_0_d639c93fe554ceba89cc410d7889edf7.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია ამ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება, ხაბეიშვილი კი მელიასთვის გულისტკივილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, რომელზეც „ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო“, დაპირება, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. მელიამ აღნიშნა, რომ გავიდა ცხრა თვე, ქვეყანაში კი არცერთი მასშტაბური მიტინგი არ ჩატარებულა.„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნები მოიგო და მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია ხაბეიშვილს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია.„ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, - განაცხადა თალაკვაძემ.ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის? „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ყურადღების ცენტრშია >>სააკაშვილი მრავალი წელია, არ არის საქართველოს მოქალაქე (არის უკრაინის მოქალაქე), შესაბამისად, ვერ იქნება ქართული პარტიის წევრი და, მით უმეტეს, მას ოფიციალურად ვერ ჩაუდგება სათავეში. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში ექს-პრეზიდენტი პარტიის იდეური სულისჩამდგმელად რჩებოდა და მოსახლეობაში „ნაცმოძრაობა“ მასთან ასოცირდებოდა.პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390071_472:0:3203:2048_1920x0_80_0_0_710ad8cb92cb887c2cfff9f1951e83e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მელია vs ხაბეიშვილი: თალაკვაძემ განმარტა, ვინ ვისი გულის და თავისტკივილია
23:29 05.10.2023 (განახლებულია: 15:18 27.10.2023) მელიამ აღნიშნა, რომ გავიდა ცხრა თვე, ქვეყანაში კი არცერთი მასშტაბური მიტინგი არ ჩატარებულა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია ამ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება, ხაბეიშვილი კი მელიასთვის გულისტკივილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, რომელზეც „ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო“, დაპირება, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. მელიამ აღნიშნა, რომ გავიდა ცხრა თვე, ქვეყანაში კი არცერთი მასშტაბური მიტინგი არ ჩატარებულა.
„მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნები მოიგო და მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია ხაბეიშვილს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია.
„ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სააკაშვილი მრავალი წელია, არ არის საქართველოს მოქალაქე (არის უკრაინის მოქალაქე), შესაბამისად, ვერ იქნება ქართული პარტიის წევრი და, მით უმეტეს, მას ოფიციალურად ვერ ჩაუდგება სათავეში. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში ექს-პრეზიდენტი პარტიის იდეური სულისჩამდგმელად რჩებოდა და მოსახლეობაში „ნაცმოძრაობა“ მასთან ასოცირდებოდა.
პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.