https://sputnik-georgia.com/20231004/zaxarovam-evrokavsiri-somxetis-ralatsi-daadanasaula-282949542.html
ზახაროვამ ევროკავშირი სომხეთის ღალატში დაადანაშაულა
ზახაროვამ ევროკავშირი სომხეთის ღალატში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირმა უღალატა სომხეთს, ევროპელმა დამკვირვებლებმა კი სომხები გაყიდეს, განაცხადა... 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T17:35+0400
2023-10-04T17:35+0400
2023-10-27T14:42+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში
სომხეთი
რუსეთი
ევროკავშირი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/11/273150257_0:0:3197:1799_1920x0_80_0_0_3b17a07617adc20df6f27bfcfdbc486e.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირმა უღალატა სომხეთს, ევროპელმა დამკვირვებლებმა კი სომხები გაყიდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, ბრიუსელი ჩუმად ადევნებდა თვალს, როგორ ეხმარებოდნენ რუსი სამშვიდობოები სომხეთისკენ მიმავალ ყარაბაღელებს და როგორ შეჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონში. თუმცა ეს მთლად სიჩუმეც არ ყოფილა, ვინაიდამ ისინი სომხეთის მოქალაქეებს „ზღაპრების“ მოყოლით აქეზებდნენ, თითქოს რუსეთმა მათ უღალატა.რუსი დიპლომატის განმარტებით, მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე უარის თქმა ერევანს ევროკავშირმა ურჩია და „ეს სწორედ ევროკავშირმა უღალატა სომხებს“. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.
სომხეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/11/273150257_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_36160ef91e121f00bbb570c629f80dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთი, რუსეთი, ევროკავშირი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთი, რუსეთი, ევროკავშირი , პოლიტიკა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირმა უღალატა სომხეთს, ევროპელმა დამკვირვებლებმა კი სომხები გაყიდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ბოლო მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა დაიკავეს ყველაზე ვერაგი პოზიცია. თავიდან ისინი სომხეთის შეგონებებითა და დაპირებებით იყვნენ დაკავებული და ოფიციალური ერევანი მორიგ ხაფანგში შეიტყუეს, შემდეგ კი მდუმარე მოწმეები გახდნენ იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია“, — აღნიშნა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბრიუსელი ჩუმად ადევნებდა თვალს, როგორ ეხმარებოდნენ რუსი სამშვიდობოები სომხეთისკენ მიმავალ ყარაბაღელებს და როგორ შეჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონში. თუმცა ეს მთლად სიჩუმეც არ ყოფილა, ვინაიდამ ისინი სომხეთის მოქალაქეებს „ზღაპრების“ მოყოლით აქეზებდნენ, თითქოს რუსეთმა მათ უღალატა.
„არა, ეს რუსეთს არ უღალატია. რუსეთი ყოველთვის იქ იყო, ყოველთვის აჩერებდა სისხლისღვრას ამ რეგიონში და ყოველთვის ეხმარებოდა ფინანსურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად“, — აღნიშნა ზახაროვამ.
რუსი დიპლომატის განმარტებით, მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე უარის თქმა ერევანს ევროკავშირმა ურჩია და „ეს სწორედ ევროკავშირმა უღალატა სომხებს“.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.