დატბორილი სახლები და წაღებული ხიდები: დასავლეთ საქართველოში წვიმამ პრობლემები შექმნა

© Lanchkhuti City Hallწყალდიდობა გურიაში
წყალდიდობა გურიაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
უამინდობის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონში, სადაც გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე განახლდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ყოროლისწყალმა სოფელ ორთაბათუმში დატბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზები.
ამ დროისათვის უკვე აღდგენილია სოფლებთან მისასვლელი გზა. მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება წყალიც.
უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ადიდებულმა მდინარემ ხორეთსა და ქვემო მამათის სოფლებში დროებითი ხიდები წაიღო. შედეგად, 150 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ადგილზე მუშაობს სპეციალური კომისია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სამივე რაიონის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0