https://sputnik-georgia.com/20231004/sasazgvro-punqtebze-saxis-amomcnobi-sistema-amoqmedda-282944868.html
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T17:00+0400
2023-10-04T17:00+0400
2023-10-04T20:17+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/58/248435899_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_73d8590f823efac18a5ebeff2d28ac83.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს მესაზღვრე-კონტროლიორებს, მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გზით მყისიერად და უტყუარად მოახდინონ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ძებნილი, დეპორტირებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირების ზუსტი იდენტიფიცირება. „სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას", – ნათქვამია განცხადებაში. სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/58/248435899_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f3c2e68fb68124c5d2b42249c7ba89be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
17:00 04.10.2023 (განახლებულია: 20:17 04.10.2023) აღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს მესაზღვრე-კონტროლიორებს, მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გზით მყისიერად და უტყუარად მოახდინონ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ძებნილი, დეპორტირებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირების ზუსტი იდენტიფიცირება.
„სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას", – ნათქვამია განცხადებაში.
სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.