საქართველოში ინფლაციის დონე შემცირდა - სექტემბრის მონაცემები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე"
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის სექტემბერი 2022 წლის სექტემბერთან შედარებით) 0,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყების ცნობით, გასულ თვეში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 0,9% შეადგინა (2023 წლის აგვისტო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით).
მიმდინარე წლის სექტემბერში, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გაიზარდა თუ არა ფასები, ანუ რა ნიშნულზე იყო ინფლაცია აგვისტოში?
ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში მიუახლოვდება მიზნობრივს.
ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საფასო პოლიტიკაზე კონტროლი დააწესა. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავის და პირველი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე მედიკამენტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები.
ყველა ახალი ამბავი
0