https://sputnik-georgia.com/20231004/imedis-klinika-ukanono-saqmianobistvis-daajarimes-282956207.html
თბილისის ერთ-ერთი კლინიკა უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმეს
თბილისის ერთ-ერთი კლინიკა უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ორ მცირეწლოვან პაციენტს. 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T19:54+0400
2023-10-04T19:54+0400
2023-10-27T14:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში „იმედის კლინიკა“ უკანონო საქმიანობისთვის 20 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.უწყებამ „იმედის კლინიკას“ 13 სექტემბერს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა შეუჩერა დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების გამო. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს ორ მცირეწლოვან პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს, აღნიშნეს სააგენტოში.„იმედის კლინიკაში“ ფუნქციონირებს როგორც სამშობიარო, ისე სტაციონარული განყოფილება ბავშვებისთვის.2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
თბილისის ერთ-ერთი კლინიკა უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმეს
19:54 04.10.2023 (განახლებულია: 14:44 27.10.2023) სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ორ მცირეწლოვან პაციენტს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში „იმედის კლინიკა“ უკანონო საქმიანობისთვის 20 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყებამ „იმედის კლინიკას“ 13 სექტემბერს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა შეუჩერა დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების გამო. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს ორ მცირეწლოვან პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს, აღნიშნეს სააგენტოში.
„იმედის კლინიკაში“ ფუნქციონირებს როგორც სამშობიარო, ისე სტაციონარული განყოფილება ბავშვებისთვის.
2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.