https://sputnik-georgia.com/20231004/ashendeba-tuara-vazianis-aeroporti-282950445.html
აშენდება თუ არა ვაზიანის აეროპორტი? მინისტრის განმარტება
აშენდება თუ არა ვაზიანის აეროპორტი? მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ვაზიანში, სადაც სამხედრო ბაზაა განლაგებული, აეროპორტის მშენებლობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ექსპერტების შეფასების შემდეგ... 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T17:56+0400
2023-10-04T17:56+0400
2023-10-04T20:37+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/59/234335977_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_4e44a6ed31a481f3630226c62989d423.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ვაზიანში, სადაც სამხედრო ბაზაა განლაგებული, აეროპორტის მშენებლობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ექსპერტების შეფასების შემდეგ, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ექსპერტებს შორის, რომელთაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტები. როგორც მინისტრმა აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე, აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს. ახალი აეროპორტის საჭიროება როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება. მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ. საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს. ახალი აეროპორტის მშენებლობის ხარჯები 2024 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული>>>როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში. პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23433/59/234335977_392:333:2679:2048_1920x0_80_0_0_034071b8e92cfebe6666e8b116e8932b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ვაზიანში, სადაც სამხედრო ბაზაა განლაგებული, აეროპორტის მშენებლობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ექსპერტების შეფასების შემდეგ, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
„ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება. როგორც ვიცი, მათ 2024 წელს დაიქირავებენ და შეფასება მოხდება სამხედრო, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ." – განაცხადა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ექსპერტებს შორის, რომელთაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე, აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.