https://sputnik-georgia.com/20231004/282941688.html
წყარო: ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება
წყარო: ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოაცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს იწყებს ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ, წერს... 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T13:04+0400
2023-10-04T13:04+0400
2023-10-04T17:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ევროკავშირი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278684897_0:124:3202:1925_1920x0_80_0_0_bd40577c6d16f38d34b06170be9fdb0d.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოაცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს იწყებს ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ, წერს Politico დიპლომატიური წრეების სამ წყაროზე დაყრდნობით.მათი თქმით, ევროკავშირის ლიდერები კიევისთვის „მწვანე შუქის ასანთებად ემზადებიან“, რათა ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყოს.მანამდე, გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მოსალოდნელია, რომ კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის წაყენებული პირობების შესასრულებლად გაწეული მუშაობის შესახებ. როგორც Politico წერს, მას შემდეგ, რაც კანდიდატი სახელმწიფოს პროგრესის შესახებ ანგარიში დამტკიცდება, კომისია განცხადებას გამოაქვეყნებს.უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კომისიის შვიდი პირობა უნდა შეასრულოს, რომელთაგან, აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ ორია დაკმაყოფილებული. წყაროების თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა ექნება. თუ უკრაინა შვიდივე პირობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, ლიდერები მაინც გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ – მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მოლაპარაკებების იურიდიული ჩარჩოები საბოლოოდ განსაზღვრული. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამართლებრივი გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისში მიიღონ.
უკრაინა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278684897_237:0:2966:2047_1920x0_80_0_0_55b3f7b1479a2f111a9ff173c67a4eea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოაცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს იწყებს ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ, წერს
Politico დიპლომატიური წრეების სამ წყაროზე დაყრდნობით.
მათი თქმით, ევროკავშირის ლიდერები კიევისთვის „მწვანე შუქის ასანთებად ემზადებიან“, რათა ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყოს.
მანამდე, გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მოსალოდნელია, რომ კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის წაყენებული პირობების შესასრულებლად გაწეული მუშაობის შესახებ.
როგორც Politico წერს, მას შემდეგ, რაც კანდიდატი სახელმწიფოს პროგრესის შესახებ ანგარიში დამტკიცდება, კომისია განცხადებას გამოაქვეყნებს.
„ეს განცხადება ძალიან გაურთულებს წევრ ქვეყნებს უარის თქმას მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინასთან დაკავშირებით“, — განუმარტა გამოცემას ევროკავშირის ანონიმმა დიპლომატიურმა წყარომ.
უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კომისიის შვიდი პირობა უნდა შეასრულოს, რომელთაგან, აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ ორია დაკმაყოფილებული.
წყაროების თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა ექნება. თუ უკრაინა შვიდივე პირობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, ლიდერები მაინც გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ – მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მოლაპარაკებების იურიდიული ჩარჩოები საბოლოოდ განსაზღვრული.
„დეკემბრის მიზანი არის პოლიტიკური შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, — განმარტა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამართლებრივი გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისში მიიღონ.