მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სპეცოპერაცია თურქეთში: დაკავებულია 90 ადამიანი

© AP Photo / Burhan Ozbilici
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის უშიშროების ძალებმა ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ოპერაცია დაიწყეს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ, დაკავებულია რამდენიმე ათეული ეჭვმიტანილი, წერს პროსამთავრობო გაზეთი Yeni Şafak.

„ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) და უშიშროების ძალებმა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „მძინარე უჯრედი“ დაიწყეს ქვეყნის 18 პროვინციაში. ამ დროისათვის ოპერაციის ფარგლებში 90-მდე ეჭვმიტანილია დაკავებული“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

მანამდე, გასულ კვირაში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიქაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარის ცენტრში, სამინისტროს შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი: ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეორე კი ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მსუბუქად დაიჭრა ორი პოლიციელი.
ტელეკომპანია Haber-ის ცნობით, თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო. ამის შემდეგ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდასხმები განახორციელა PKK-ს ბოევიკების ობიექტებზე ჩრდილოეთ ერაყში, რა დროსაც მათი 20 ობიექტი გაანადგურეს.
ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლიქტი თურქეთში 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს ბაზებია განთავსებული, რომელთა წინააღმდეგ თურქული არმია საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებს. თურქეთის ჯარების ყოფნა ერაყში უკვე დიდი ხანია, რაც ბაღდადსა და ანკარას შორის დავის საგანია. თურქეთი თავისი ჯარების ყოფნას მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბანაკ ზლიკანში PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით ამართლებს.
ყველა ახალი ამბავი
0