https://sputnik-georgia.com/20231003/stiqia-awarasi-darborilia-saxlebi-dazianebulia-infrastruqtura-282931437.html
სტიქია აჭარაში: დატბორილია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
სტიქია აჭარაში: დატბორილია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
Sputnik საქართველო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T19:25+0400
2023-10-03T19:25+0400
2023-10-03T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249603311_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_084d4140d315d151f5a0e70152ec9ace.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა, რის გამოც სოფელ ყოროლისთავში დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. ზაზა დიასამიძის განცხადებით, კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, ამჟამად არ ფუნქციონირებდა, ვინაიდან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.ადგილობრივების ცნობით, მდინარის კალაპოტთან ახლოს არსებულ კოტეჯებში არავინ ყოფილა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.უამინდობამ პრობლემები შეკვეთილსა და ქობულეთშიც შექმნა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249603311_56:0:944:666_1920x0_80_0_0_c2129e585a71532630f7d45b7dd8f822.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, видео
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, видео
სტიქია აჭარაში: დატბორილია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
19:25 03.10.2023 (განახლებულია: 22:04 03.10.2023) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა, რის გამოც სოფელ ყოროლისთავში დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. ზაზა დიასამიძის განცხადებით, კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, ამჟამად არ ფუნქციონირებდა, ვინაიდან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
„ადიდებულია მდინარე ყოროლისწყალი თავისი შენაკადებით. ჩვენ ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზე ვიმყოფებით და ვსწავლობთ ვითარებას. კოტეჯები არ ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამასთან დაკავშირებით განცხადებას დამატებით გავაკეთებთ“, – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივების ცნობით, მდინარის კალაპოტთან ახლოს არსებულ კოტეჯებში არავინ ყოფილა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობამ პრობლემები
შეკვეთილსა და
ქობულეთშიც შექმნა.