მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხური ოპოზიცია რომის სტატუტზე დისკუსიებში არ მონაწილეობს

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის ოპოზიცია არ მონაწილეობს პარლამენტში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ დისკუსიაში, იუწყება „რია ნოვოსტი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ რომის სტატუტის განხილვა დღეს დაიწყო. თუ პარლამენტი დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს, მას ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი ძალაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებიდან 60 დღეში შევა.

„სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური ძალები დოკუმენტის შესაძლო რატიფიცირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. კერძოდ, ფრაქცია „სომხეთი“ აცხადებს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება წარმოდგენილი პროცედურით არაკონსტიტუციურია და ამ ეტაპზე განხილვის საგანი ვერ იქნება“, — წერს სააგენტო.

ამასთან სომხეთის „რესპუბლიკურ პარტიაში“ აღნიშნავენ, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რომის სტატუტის რატიფიცირებას შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ICC უაღრესად პოლიტიზებული ორგანოა და მისი სტატუტის რატიფიცირება ისეთ ძლიერ სახელმწიფოებსაც კი არ მოუხდენიათ, როგორებიც არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.
ICC-ს წინასასამართლო პალატამ მიმდინარე წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ამიტომ სომხურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
მსოფლიო დღეს
სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებაზე მსჯელობა დაიწყო
როგორც მანამდე განმარტა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანმა ICC-ს რომის სტატუტის რატიფიცირება იმიტომ გადაწყვიტა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) და სომხურ-რუსული პარტნიორობის ინსტრუმენტები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის. პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანს მიაჩნია, რომ რომის სტატუტის რატიფიკაციით ქვეყანა ბევრ სარგებელს მიიღებს, რადგან „სომხეთის წინააღმდეგ ჩადენილი იყო და კვლავაც მიმდინარეობს ომის დანაშაულებები“. ამასთან, მან დასძინა, რომ რუსეთთან საკამათო საკითხებზე დისკუსიები გრძელდება.
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ერევნის გეგმების მიმართ დოკუმენტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. 8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი ვაღარშაკ არუთუნიანი დაიბარეს. უწყებაში ელჩს ერევნის არამეგობრულ ნაბიჯებზე მიუთითეს. კერძოდ: რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესის დაწყებაზე, ფაშინიანის მეუღლის კიევში მოგზაურობასა და სომხეთის ტერიტორიაზე აშშ-თან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ასეთი ნაბიჯებით ოფიციალური ერევანი ხელსაყრელ პირობებს უქმნის ვაშინგტონსა და ბრიუსელს, გაატარონ თავიანთი მტრული პოლიტიკა რუსეთის მიმართ“.
ყველა ახალი ამბავი
0