https://sputnik-georgia.com/20231003/romis-statuti-ratifikacia-somxeti-282902820.html
სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებაზე მსჯელობა დაიწყო
სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებაზე მსჯელობა დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო... 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T12:30+0400
2023-10-03T12:30+0400
2023-10-03T17:42+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
სომხეთი
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24019/66/240196645_0:49:1600:949_1920x0_80_0_0_585cb5d2b154214e5ab07b6bbcbfa588.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო, იუწყება სააგენტო „არმენპრესი".გარდა ამისა, პარლამენტი ასევე იმსჯელებს ICC-ს იურისდიქციის ცნობის შესახებ დეკლარაციის მიღებაზე.გავრცელებული ცნობით, თემა განსახილველად საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა იეგიშე კირაკოსიანმა წამოიწია.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა შეუერთდება ICC-ს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ, მოსკოვთან ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.სომხეთმა რომის სტატუტს 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. 2023 წლის 1 სექტემბერს სომხეთის მთავრობამ პარლამენტს ICC-ს რომის სტატუტის რატიფიკაციის პროექტი გაუგზავნა. 28 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დადებითი დასკვნა გამოიტანა რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტზე, რომელიც ერთხმად მოიწონეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სომხეთს ამ გზით აზერბაიჯანის პასუხისგებაში მიცემა სურს.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24019/66/240196645_37:0:1457:1065_1920x0_80_0_0_e386e151fb3ab459bf1fe4cd04543111.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სომხეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, სომხეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებაზე მსჯელობა დაიწყო
12:30 03.10.2023 (განახლებულია: 17:42 03.10.2023) თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო,
იუწყება სააგენტო „არმენპრესი".
გარდა ამისა, პარლამენტი ასევე იმსჯელებს ICC-ს იურისდიქციის ცნობის შესახებ დეკლარაციის მიღებაზე.
გავრცელებული ცნობით, თემა განსახილველად საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა იეგიშე კირაკოსიანმა წამოიწია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა შეუერთდება ICC-ს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ, მოსკოვთან ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
სომხეთმა რომის სტატუტს 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. 2023 წლის 1 სექტემბერს სომხეთის მთავრობამ პარლამენტს ICC-ს რომის სტატუტის რატიფიკაციის პროექტი გაუგზავნა. 28 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დადებითი დასკვნა გამოიტანა რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტზე, რომელიც ერთხმად მოიწონეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სომხეთს ამ გზით აზერბაიჯანის პასუხისგებაში მიცემა სურს.