სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 10 სატვირთო ავტომობილი გადასცეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-მ მაღალი გამავლობის ავტომობილები მიიღო
შსს-მ მაღალი გამავლობის ავტომობილები მიიღო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
უწყების ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 790 ათასი ევროს ღირებულების 10 სატვირთო ავტომანქანა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეისყიდა.
შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის „წითელი ხიდის“ სამმართველოში გაიმართა.

„სასაზღვრო პოლიციისთვის გადმოცემული სატვირთო ავტომობილები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანის გამოყენება მომარაგების ხარჯებს შეამცირებს და გაზრდის მწვანე საზღვარზე არსებული სასაზღვრო დანაყოფების ლოჯისტიკურ გამართულობასა და ეფექტიანობას.
„სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს 10 სატვირთო ავტომანქანა გადავეცით. ამ ტიპის მანქანები მოკლეა და ღერძებს შორის მანძილიც მოკლე აქვთ. ეს მანქანები სასაზღვრო პოლიციის მოშორებით მდებარე საპატრულო პუნქტებს საკუთარი მოვალეობების შესრულებაში დაეხმარებიან. ასეთი საპატრულო პუნქტი კი 65-ია", – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ნიკოლას სენდროვიჩმა.
საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ახალი ავტომობილებით შეივსო>>
სატვირთო ავტომობილების გადაცემა განხორციელდა პროექტის „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, რომელიც 2022 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ქვეყანაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0