https://sputnik-georgia.com/20231003/samegreloshi-ukanono-tevzcheris-faqti-gamovlinda-282905103.html
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T14:37+0400
2023-10-03T14:37+0400
2023-10-03T19:26+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
სამეგრელო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22801/08/228010814_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_9a22303a196369879e9be160614381ab.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე ორი მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზს უკანონოდ იჭერდა. აღნიშნულ პირებს ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 34,65 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი.მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.სექტემბერში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოვლინდა>>>უწყება კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ აკრძალული თევზჭერის საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 575 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 167 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22801/08/228010814_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_b4dab984446bb70d80326413e7f742e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, სამეგრელო
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, სამეგრელო
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
14:37 03.10.2023 (განახლებულია: 19:26 03.10.2023) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე ორი მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზს უკანონოდ იჭერდა. აღნიშნულ პირებს ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 34,65 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი.
„დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგანბადე, ფანარი, 3 ერთეული აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი", – ნათქვამია განცხადებაში.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
უწყება კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ აკრძალული თევზჭერის საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 575 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 167 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.