https://sputnik-georgia.com/20230920/---9---282456604.html
სექტემბერში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოვლინდა
სექტემბერში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T17:22+0400
2023-09-20T17:22+0400
2023-09-20T21:49+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249276414_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_19ed49d482ed4d1eaf858c335ba36497.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარეების ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.კიდევ ერთი სამართალდარღვევა დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.გამოვლინდა უკანონო თევზჭერის ფაქტები - ლიდერობს იმერეთი>>>ერთი ფაქტი კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდინარე ჩხერიმელაზე მოქალაქე ე.წ. ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით უკანონოდ თევზაობდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები.მდინარე დებედას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გაეგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249276414_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_b7246de1a16a015f3bd225f92bb4b3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სექტემბერში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოვლინდა
17:22 20.09.2023 (განახლებულია: 21:49 20.09.2023) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარეების ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.
უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.
კიდევ ერთი სამართალდარღვევა დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ერთი ფაქტი კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდინარე ჩხერიმელაზე მოქალაქე ე.წ. ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით უკანონოდ თევზაობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები.
მდინარე დებედას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.