https://sputnik-georgia.com/20231003/rosia-segodnia-mediaforumi-282921002.html
დსთ-ის ქვეყნების მედიაფორუმს „როსია სეგოდნია“ უმასპინძლებს
დსთ-ის ქვეყნების მედიაფორუმს „როსია სეგოდნია“ უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ფორუმი „მასმედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიმართება, დსთ-ის წევრ ქვეყნებში... 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T17:00+0400
2023-10-03T17:00+0400
2023-10-03T20:55+0400
რუსეთი
დსთ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23858/91/238589147_0:621:2277:1902_1920x0_80_0_0_1e4616122ee4ae2d00db443e01d7b9ee.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ფორუმი „მასმედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიმართება, დსთ-ის წევრ ქვეყნებში მასმედიის მიმდინარე მდგომარეობისა და საქმიანობის პერსპექტივების ანალიზს მიეძღვნება.ღონისძიება საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერაა ორგანიზებული რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მხარდაჭერით.ფორუმს მიმართავენ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი, დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ხინშტეინი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმირ სოლოვიოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი, ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი, უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის დირექტორი, დაკარგული და დაზარალებული ბავშვების დახმარების ეროვნული მონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინა მიზულინა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი ელენა ვართანოვა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მედიაინსტიტუტის დირექტორი, ტელეწამყვანი ერნესტ მაცკიავიჩუსი და მრავალი სხვა.დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური ელიტის, მასმედიისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.ფორუმის პლენარული სესია დსთ-ის ქვეყნებში საერთაშორისო ჟურნალისტიკის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედების ინფორმაციულ და პოლიტიკურ სივრცეში არსებულ პრობლემებს დაეთმობა. თემატურ სესიებზე იგეგმება მედიის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მომავლის განხილვა, Telegram-არხების მართვის ეფექტური სტრატეგიები, თანამეგობრობაში რუსულენოვანი მედიის განვითარება და პროფილური ფაკულტეტების სტუდენტების მომზადების სპეციფიკა ციფრულ ეპოქაში.2022 წელს დსთ-ის ქვეყნების მედიაფორუმში, რომელიც „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა, 300-მა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა რუსეთიდან, ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან.ღონისძიების ოფიციალური საიტი: https://mediaforumcis.ru/მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mediaforumcis.ru/accreditation/კონტაქტები: +7 495-645-6601 (7083)org@mediaforumcis.ru
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23858/91/238589147_0:594:1939:2048_1920x0_80_0_0_4a9131637d7ee989bc948d5f2bc055e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, დსთ , ახალი ამბები
რუსეთი, დსთ , ახალი ამბები
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ფორუმი „მასმედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიმართება, დსთ-ის წევრ ქვეყნებში მასმედიის მიმდინარე მდგომარეობისა და საქმიანობის პერსპექტივების ანალიზს მიეძღვნება.
ღონისძიება საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერაა ორგანიზებული რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მხარდაჭერით.
ფორუმს მიმართავენ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი, დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ხინშტეინი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმირ სოლოვიოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი, ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი, უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის დირექტორი, დაკარგული და დაზარალებული ბავშვების დახმარების ეროვნული მონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინა მიზულინა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი ელენა ვართანოვა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მედიაინსტიტუტის დირექტორი, ტელეწამყვანი ერნესტ მაცკიავიჩუსი და მრავალი სხვა.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური ელიტის, მასმედიისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმის პლენარული სესია დსთ-ის ქვეყნებში საერთაშორისო ჟურნალისტიკის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედების ინფორმაციულ და პოლიტიკურ სივრცეში არსებულ პრობლემებს დაეთმობა. თემატურ სესიებზე იგეგმება მედიის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მომავლის განხილვა, Telegram-არხების მართვის ეფექტური სტრატეგიები, თანამეგობრობაში რუსულენოვანი მედიის განვითარება და პროფილური ფაკულტეტების სტუდენტების მომზადების სპეციფიკა ციფრულ ეპოქაში.
2022 წელს დსთ-ის ქვეყნების მედიაფორუმში, რომელიც „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა, 300-მა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა რუსეთიდან, ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან.
ღონისძიების ოფიციალური საიტი:
https://mediaforumcis.ru/მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://mediaforumcis.ru/accreditation/