https://sputnik-georgia.com/20231003/qartuli-biometriuli-dokumentebit-ucxoetsi-gamgzavreba-ufro-gamartivdeba-282932926.html
ქართული ბიომეტრიული დოკუმენტებით უცხოეთში გამგზავრება უფრო გამარტივდება
ქართული ბიომეტრიული დოკუმენტებით უცხოეთში გამგზავრება უფრო გამარტივდება
Sputnik საქართველო
მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T21:15+0400
2023-10-03T21:15+0400
2023-10-03T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/88/238528873_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_0df6d8af171146bdda4f2f0d1df51480.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სამგზავრო დოკუმენტების ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის წყალობით სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 1,7 მილიონამდე გაიზარდა >>სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიჭინავამ მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც აიტვირთა ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD).ღია გასაღებების დირექტორია არის დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს.სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/88/238528873_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_e3e871c9e9462250890e7d3074f91136.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება
ქართული ბიომეტრიული დოკუმენტებით უცხოეთში გამგზავრება უფრო გამარტივდება
21:15 03.10.2023 (განახლებულია: 22:37 03.10.2023) მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სამგზავრო დოკუმენტების ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის წყალობით სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიჭინავამ მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც აიტვირთა ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD).
ღია გასაღებების დირექტორია არის დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს.
სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს.