https://sputnik-georgia.com/20230328/saqartvelosi-biometriuli-papsportebis-raodenoba-1-7-milionamde-gaizarda-276213710.html
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 1,7 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 1,7 მილიონამდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T23:31+0400
2023-03-28T23:31+0400
2023-03-28T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/96/238549690_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f550554ecfab833c0c79702fe48a0f18.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბიომეტრიული პასპორტი ამჟამად საქართველოს დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი არის მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც დაცულია გაყალბებისაგან.რა შემთხვევაში შემცირდება მიგრაცია საქართველოდან: ირაკლი კობახიძის პროგნოზი >>ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. მაგალითად, თვალის ირისის ნახატი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები.ასეთი პასპორტები საქართველოში 2010 წლის აპრილიდან გაიცემა.ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/96/238549690_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4a611929a4b2489300ca074208889148.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 1,7 მილიონამდე გაიზარდა
ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბიომეტრიული პასპორტი ამჟამად საქართველოს დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი არის მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც დაცულია გაყალბებისაგან.
ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. მაგალითად, თვალის ირისის ნახატი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები.
ასეთი პასპორტები საქართველოში 2010 წლის აპრილიდან გაიცემა.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.