https://sputnik-georgia.com/20231003/prezidentis-impicmenti-sakonstitucio-sasamartlosi-uprecedento-sxdoma-daiwyo-282904142.html
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სხდომა დაიწყო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სხდომა დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T12:39+0400
2023-10-03T12:39+0400
2023-10-04T13:20+0400
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/04/239390409_0:167:2048:1319_1920x0_80_0_0_847e1e7642fd04745e71d78c63d877a7.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა დაიწყო. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში. „ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა. სხდომას ესწრებიან წარდგინების ავტორები – პარლამენტის ხუთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი. თამარ ჩუგოშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია. კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. არ არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ". ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. „ეს არის პოლიტიკური პროცესი“ - სახალხო დამცველი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე>>მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში. სტატუსის მოლოდინში ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის. იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია - არჩილ თალაკვაძე>>როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ. ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/04/239390409_221:0:2048:1370_1920x0_80_0_0_bad3520aa5ea50738a926234c0c47014.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სხდომა დაიწყო
12:39 03.10.2023 (განახლებულია: 13:20 04.10.2023) საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა დაიწყო.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
სხდომას ესწრებიან წარდგინების ავტორები – პარლამენტის ხუთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
„ჩემი სრული ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს ორ წარმომადგენელს – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", – დაწერა სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელში ზურაბიშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია. კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
არ არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდეს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.