https://sputnik-georgia.com/20230928/impicmenti-demokratiis-nawilia-talakvaze-282750750.html
იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია - არჩილ თალაკვაძე
იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია - არჩილ თალაკვაძე
Sputnik საქართველო
ევროპული სახელმწიფო მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით შენდება, აღნიშნა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T15:19+0400
2023-09-28T15:19+0400
2023-10-26T14:56+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135910_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_a639df86eabbfdde76c3f4a306177b40.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იმპიჩმენტის პროცესი არის დემოკრატიის ნაწილი, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ იმპიჩმენტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, სპეკულაციაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებაც გახდა ცნობილი. მან აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფო მხოლოდ წესებისა და კონსტიტუციის დაცვით შენდება. ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღეს ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება. მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება>>„ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135910_73:0:1513:1080_1920x0_80_0_0_09dc5cb250074f7f1ed9d4771a4d8bcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი
იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია - არჩილ თალაკვაძე
15:19 28.09.2023 (განახლებულია: 14:56 26.10.2023) ევროპული სახელმწიფო მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით შენდება, აღნიშნა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იმპიჩმენტის პროცესი არის დემოკრატიის ნაწილი, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ იმპიჩმენტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, სპეკულაციაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებაც გახდა ცნობილი.
„იყო სპეკულაციები, თითქოს იმპიჩმენტი არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში თუ ევროპულ დემოკრატიაში. პირდაპირ გეტყვით, იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი და იმპიჩმენტის ძალიან ბევრი მაგალითი გვახსოვს ჩვენ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფო მხოლოდ წესებისა და კონსტიტუციის დაცვით შენდება.
ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღეს ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
„ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.