https://sputnik-georgia.com/20231003/indoeti-kanadas-dipomatebis-gawvevas-stxovs-282894705.html
ინდოეთი კანადისგან 40 დიპლომატის გაწვევას მოითხოვს
ინდოეთი კანადისგან 40 დიპლომატის გაწვევას მოითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ინდოეთმა კანადას უახლოეს დღეებში ქვეყნიდან 40-მდე დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Financial Times... 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T10:44+0400
2023-10-03T10:44+0400
2023-10-03T16:36+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ინდოეთი
კანადა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282894538_0:0:2112:1188_1920x0_80_0_0_fd011d02dc648db885edb28eb61eabcd.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ინდოეთმა კანადას უახლოეს დღეებში ქვეყნიდან 40-მდე დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.ერთ-ერთი წყაროს თქმით, ინდოეთი დიპლომატიური იმუნიტეტის გაუქმებას გეგმავს იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 10 ოქტომბრის შემდეგ დარჩებიან.გაზეთის ცნობით, ამ დროისათვის ინდოეთში 62 კანადელი დიპლომატი მუშაობს, ნიუ დელი 41 მათგანის გაწვევას ითხოვს. რაც შეეხება ინდოელ დიპლომატებს, გამოცემა წერს, რომ კანადას ნიუ დელიში იმაზე რამდენიმე ათეულით მეტი დიპლომატი ჰყავს, ვიდრე ინდოეთს ოტავაში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.როგორც FT წერს, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ინდოეთის მთავრობამ უარი განაცხადეს ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ სამართალდამცველები ინდოეთის ხელისუფლებას კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში სიქების თემის ლიდერის ჰარდიპ სინგ ნიჟარის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, რომელიც უცნობმა თავდამსხმელებმა ივნისში მოკლეს. ტრიუდოს განცხადებიდან მალევე კანადამ ქვეყნიდან გააძევა მაღალი რანგის ინდოელი დიპლომატი, რომელსაც, მედიის ცნობით, ინდოეთის საგარეო დაზვერვასთან ჰქონდა კავშირი.დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, ინდოეთის ხელისუფლებამ ანალოგიური ზომები მიიღო კანადელი დიპლომატის მიმართ, რომელსაც ხუთი დღე მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ამასთან ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადაში მყოფ თავის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა „მზარდი ანტიინდური აქტივობის“ გამო.წყარო: Financial Times
ინდოეთი
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282894538_264:0:1848:1188_1920x0_80_0_0_53cd4e223fbf4b35a2d937caecb7f66f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ინდოეთი , კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ინდოეთი , კანადა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ინდოეთმა კანადას უახლოეს დღეებში ქვეყნიდან 40-მდე დიპლომატის გაწვევა მოსთხოვა, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
„ნიუ დელიმ ოტავას განუცხადა, რომ 10 ოქტომბრამდე დაახლოებით 40 დიპლომატი უნდა დააბრუნოს სამშობლოში“, — წერს გაზეთი.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ინდოეთი დიპლომატიური იმუნიტეტის გაუქმებას გეგმავს იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 10 ოქტომბრის შემდეგ დარჩებიან.
გაზეთის ცნობით, ამ დროისათვის ინდოეთში 62 კანადელი დიპლომატი მუშაობს, ნიუ დელი 41 მათგანის გაწვევას ითხოვს. რაც შეეხება ინდოელ დიპლომატებს, გამოცემა წერს, რომ კანადას ნიუ დელიში იმაზე რამდენიმე ათეულით მეტი დიპლომატი ჰყავს, ვიდრე ინდოეთს ოტავაში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.
როგორც FT წერს, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ინდოეთის მთავრობამ უარი განაცხადეს ამ ინფორმაციის კომენტირებაზე.
მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ სამართალდამცველები ინდოეთის ხელისუფლებას კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში სიქების თემის ლიდერის ჰარდიპ სინგ ნიჟარის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, რომელიც უცნობმა თავდამსხმელებმა ივნისში მოკლეს. ტრიუდოს განცხადებიდან მალევე კანადამ ქვეყნიდან გააძევა მაღალი რანგის ინდოელი დიპლომატი, რომელსაც, მედიის ცნობით, ინდოეთის საგარეო დაზვერვასთან ჰქონდა კავშირი.
დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, ინდოეთის ხელისუფლებამ ანალოგიური ზომები მიიღო კანადელი დიპლომატის მიმართ, რომელსაც ხუთი დღე მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ამასთან ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადაში მყოფ თავის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა „მზარდი ანტიინდური აქტივობის“ გამო.