მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქული კომპანია უკრაინისთვის გაუმჯობესებული დრონების გადაცემაზე მსჯელობს

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თურქული მხარე უკრაინისთვის გაუმჯობესებული უპილოტო Bayraktar Akinci-ს გადაცემის საკითხს განიხილავს, განაცხადა დრონების მწარმოებელი კომპანია Baykar Defence-ს გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა.

„რაც შეეხება Bayraktar Akinci-ს, რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი ახლა განხილვის პროცესშია. უკრაინელმა სამხედროებმა კარგად იციან, რას ვაწარმოებთ და რა ინვესტიციებს ვახორციელებთ. ჩვენი გეგმაა, დავამზადოთ უკრაინაში ყველა სისტემა, რაც გვაქვს“, — აღნიშნა მან.

გენდირექტორის თქმით, კომპანიას ამისთვის ყველა აუცილებელი ნებართვა აქვს და შეუძლია, გარდა Bayraktar TB2-ისა, Bayraktar Akinci-ც უკრაინაში უბრალოდ კი არ ააწყოს, არამედ მთლიანად იქ აწარმოოს.
29 სექტემბერს კიევში თავდაცვითი მრეწველობის პირველ ფორუმზე ჰალუკ ბაირაქტარმა გამოაცხადა, რომ დრონ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა უკრაინაში წელიწად-ნახევარში დასრულდება. მისი თქმით, მთლიანობაში კომპანია დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში.
კომპანიის გენდირექტორი კარგა ხანია ირწმუნება, რომ რამდენიც არ უნდა გადაუხადოს რუსეთმა, მაინც არ მიჰყიდის საკუთარ დრონებს მოსკოვს, ვინაიდან უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, უკრაინაში თურქული დრონების ქარხნის მშენებლობა ხელს ვერ შეუშლის რუსეთს სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაში. მოსკოვი აკრიტიკებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ნატოს ქვეყნებსა და კიევს შორის სამხედრო თანამშრომლობას.
მძიმე მოიერიშე დრონი Bayraktar Akıncı, რომელზე მუშაობაც 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს მიიღეს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში. ის ასევე შეიძინეს პაკისტანმა და ლიბიამ. აპარატს შეუძლია ფრთოსანი რაკეტებისა და ავიაბომბების ზიდვა, ასევე „ჰაერი-ჰაერისა“ და „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის ამოცანების შესრულება.
ყველა ახალი ამბავი
0