https://sputnik-georgia.com/20231002/kobaxidzem-partiis-wevrebs-shualedur-archevnebshi-gamarjveba-miuloca-282865845.html
„ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის წევრებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
„ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის წევრებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43.330 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ს შეადგენს. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T14:43+0400
2023-10-02T14:43+0400
2023-10-02T19:39+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251032253_289:135:1917:1051_1920x0_80_0_0_85765a429f2405c2b086eec95eff7c01.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებს გიორგი სოსიაშვილსა და გიორგი მაჭავარიანს პარლამენტის შუალედურ (კასპისა და გორის რაიონები) და გურჯაანის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის") და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება") თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. გურჯაანის მერობის ერთადერთ კანდიდატს გიორგი მაჭავარიანს მხარი 17.430-მა ადამიანმა დაუჭირა (ხმების 100%). 2 ოქტომბრის დილისთვის დათვლილია 36 საარჩევნო უბნის მონაცემები (100%). რაც შეეხება კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი სოსიაშვილმა – ხმების 93,4% (19.032). შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ცესკოს ბოლო მონაცემები>>>სოსიაშვილის ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო ხმების 6,59% (1.344 ადამიანი). ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 74 საარჩევნო უბნის (100%) ხმები დათვალა. კასპის, გორისა და გურჯაანის რაიონებში სულ 103 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ყველაზე უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა. არჩევნები ახლებურად საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს. ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251032253_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_5a63d2fc79fc78248d95c12b0a9bee08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის წევრებს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
14:43 02.10.2023 (განახლებულია: 19:39 02.10.2023) ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43.330 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ს შეადგენს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებს გიორგი სოსიაშვილსა და გიორგი მაჭავარიანს პარლამენტის შუალედურ (კასპისა და გორის რაიონები) და გურჯაანის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის") და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება") თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90%-ზე მეტი მისცემს ხმას. ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას", – განაცხადა კობახიძემ.
გურჯაანის მერობის ერთადერთ კანდიდატს გიორგი მაჭავარიანს მხარი 17.430-მა ადამიანმა დაუჭირა (ხმების 100%). 2 ოქტომბრის დილისთვის დათვლილია 36 საარჩევნო უბნის მონაცემები (100%).
„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ", – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი სოსიაშვილმა – ხმების 93,4% (19.032).
სოსიაშვილის ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო ხმების 6,59% (1.344 ადამიანი).
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 74 საარჩევნო უბნის (100%) ხმები დათვალა. კასპის, გორისა და გურჯაანის რაიონებში სულ 103 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ყველაზე უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.