https://sputnik-georgia.com/20231002/shualeduri-archevnebis-winaswari-shedegebi-ceskos-bolo-monacemebi-282863875.html
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ცესკოს ბოლო მონაცემები
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ცესკოს ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43.330 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ს შეადგენს. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T12:57+0400
2023-10-02T12:57+0400
2023-10-02T17:22+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121029_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_554219eb0eef24eb47bc424b86b08beb.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მას მხარი 17.430-მა ადამიანმა დაუჭირა (ხმების 100%), ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის") და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება") თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. უწყების ცნობით, მაჭავარიანი გურჯაანის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 2 ოქტომბრის დილისთვის დათვლილია 36 საარჩევნო უბნის მონაცემები (100%). რაც შეეხება კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან ლიდერობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი – ხმების 93,4% (19.032). სოსიაშვილის ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო ხმების 6,59% (1.344 ადამიანი). ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 74 საარჩევნო უბნის (100%) ხმები დათვალა. კასპის, გორისა და გურჯაანის რაიონებში სულ 103 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ყველა უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა. არჩევნები ახლებურად საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს. ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121029_215:217:1064:854_1920x0_80_0_0_60159e5b5c8c387db38dddedcb2a00dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ცესკოს ბოლო მონაცემები
12:57 02.10.2023 (განახლებულია: 17:22 02.10.2023) ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43.330 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ს შეადგენს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მას მხარი 17.430-მა ადამიანმა დაუჭირა (ხმების 100%), ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის") და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება") თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
უწყების ცნობით, მაჭავარიანი გურჯაანის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 2 ოქტომბრის დილისთვის დათვლილია 36 საარჩევნო უბნის მონაცემები (100%).
რაც შეეხება კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან ლიდერობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი – ხმების 93,4% (19.032).
სოსიაშვილის ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო ხმების 6,59% (1.344 ადამიანი).
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 74 საარჩევნო უბნის (100%) ხმები დათვალა.
კასპის, გორისა და გურჯაანის რაიონებში სულ 103 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ყველა უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.