https://sputnik-georgia.com/20231001/saqartvelosi-sualeduri-arcevnebi-dasrulda-rogori-iyo-amomrcevelta-aqtivoba-282847406.html
საქართველოში შუალედური არჩევნები დასრულდა - როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა
საქართველოში შუალედური არჩევნები დასრულდა - როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა
Sputnik საქართველო
დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა 01.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-01T22:35+0400
2023-10-01T22:35+0400
2023-10-02T00:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123711_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_be0a676c372a20b92dfd2806f4851338.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნებზე მივიდა 43.330 ადამიანი - ეს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 23,51%-ია, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.მისი თქმით, დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.ცესკოს პრესსპიკერმა მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, მშვიდ სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა.„ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ კომისიაში“, - განაცხადა იოსელიანმა.ამომრჩეველთა აქტივობა შუალედურ არჩევნებზე საქართველოში - ცესკოს ბოლო მონაცემები >>კასპის, გორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ჩატარდა, დანარჩენ 30 უბანზე ხმის მიცემა „ძველი“ წესებით წარიმართა.საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრების შესახებ, იოსელიანის თქმით, დაფიქსირდა მხოლოდ ორი საჩივარი, რასაც შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა.არჩევნები ახლებურადსაქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123711_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_502004ad2621d3a876080d971c6a1ae7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში შუალედური არჩევნები დასრულდა - როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა
22:35 01.10.2023 (განახლებულია: 00:59 02.10.2023) დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნებზე მივიდა 43.330 ადამიანი - ეს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 23,51%-ია, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43.330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია. მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მოვიდა 25.627, გურჯაანში კი – 17.703 ამომრჩეველი“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
ცესკოს პრესსპიკერმა მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, მშვიდ სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა.
„ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ კომისიაში“, - განაცხადა იოსელიანმა.
კასპის, გორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ჩატარდა, დანარჩენ 30 უბანზე ხმის მიცემა „ძველი“ წესებით წარიმართა.
საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრების შესახებ, იოსელიანის თქმით, დაფიქსირდა მხოლოდ ორი საჩივარი, რასაც შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.