https://sputnik-georgia.com/20230930/yarabaridan-somxetsi-100-atasze-meti-admiani-gadasaxlda-282819327.html
ყარაბაღიდან სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი გადასახლდა
ყარაბაღიდან სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი გადასახლდა
Sputnik საქართველო
მთავრობამ დროებითი საცხოვრისები 32.200 დევნილს გამოუყო 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T17:57+0400
2023-09-30T17:57+0400
2023-09-30T17:57+0400
მსოფლიო დღეს
ვითარება ყარაბაღში
კავკასია
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
სომხეთი
აზერბაიჯანი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251482161_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_9766b0db0c70e31fdb894b299ad6f200.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. 24 სექტემბრიდან სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად, განაცხადა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.უკვე რეგისტრირებულია 81.139 ადამიანი, მთავრობამ დროებითი საცხოვრებელი ფართი 32.200 დევნილს გამოუყო.მთიანმა ყარაბაღმა, რომელმაც აზერბაიჯანის სსრ-დან გამოყოფის შესახებ 35 წლის წინ გამოაცხადა და 1992-1994 წლებში აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა როგორც არაღიარებული რესპუბლიკა, არსებობის შეწყვეტის შესახებ 2024 წლის 1 იანვარს განაცხადა.19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ერევანმა მომხდარი აგრესიად შეაფასა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღში სომხური შენაერთები არ იდგნენ.მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს: ბრძანებულება ხელმოწერილია >>რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და განაგრძონ მოლაპარაკებები. სამხედრო უწყებაში აღნიშნეს, რომ სამშვიდობოებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ყველაზე სახიფათო ტერიტორიებიდან ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა.ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა.
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251482161_67:0:1135:801_1920x0_80_0_0_65fd15a11ff2b103e13c5e4e5241b664.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება ყარაბაღში , კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მსოფლიოს ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში , კავკასია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყარაბაღიდან სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი გადასახლდა
მთავრობამ დროებითი საცხოვრისები 32.200 დევნილს გამოუყო
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. 24 სექტემბრიდან სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად, განაცხადა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
„ამ დროისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100.417 ადამიანია ჩამოსული. ჰაკარის ხიდზე (ლაჩინის დერეფანში - რედ.) 21.043 სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა", - განმარტა მან.
უკვე რეგისტრირებულია 81.139 ადამიანი, მთავრობამ დროებითი საცხოვრებელი ფართი 32.200 დევნილს გამოუყო.
მთიანმა ყარაბაღმა, რომელმაც აზერბაიჯანის სსრ-დან გამოყოფის შესახებ 35 წლის წინ გამოაცხადა და 1992-1994 წლებში აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა როგორც არაღიარებული რესპუბლიკა, არსებობის შეწყვეტის შესახებ 2024 წლის 1 იანვარს განაცხადა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ერევანმა მომხდარი აგრესიად შეაფასა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღში სომხური შენაერთები არ იდგნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და განაგრძონ მოლაპარაკებები. სამხედრო უწყებაში აღნიშნეს, რომ სამშვიდობოებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ყველაზე სახიფათო ტერიტორიებიდან ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა.