https://sputnik-georgia.com/20230928/mtiani-yarabari-arsebobas-wyvets-282739931.html
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს: ბრძანებულება ხელმოწერილია
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს: ბრძანებულება ხელმოწერილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს – შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი არაღიარებული... 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T11:11+0400
2023-09-28T11:11+0400
2023-09-30T17:51+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მსოფლიო დღეს
ვითარება ყარაბაღში
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249984882_0:73:3383:1976_1920x0_80_0_0_3067ccd8bbc9f71120e7e677e764f7bf.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს – შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა, იუწყება ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი.დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს კეთდება ყარაბაღის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანთან რუსი სამშვიდობოების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.ამის შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის ყველა მცხოვრებისთვის, მათ შორის იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს, უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გავლა.მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის მის საზღვრებს გარეთ მყოფებს, აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული რეინტეგრაციის პირობების გაცნობას სთავაზობენ, რათა მომავალში დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რეგიონში დარჩენის საკითხი.ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ერევანმა მომხდარი აგრესიად შეაფასა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღში სომხური შენაერთები არ იდგნენ.20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. 21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ყარაბაღელი სომხებისა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. მეორე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაიწყეს რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ.დღევანდელი დილის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 65 ათასზე მეტმა ადამიანმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249984882_327:0:3058:2048_1920x0_80_0_0_b6047b759e1d0ec37e594a388c65f9be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს – შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა,
იუწყება ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი.
„მიღებულია გადაწყვეტილება: დათხოვნილ იქნას ყველა სახელმწიფო დაწესებულება და მათ უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები 2024 წლის 1 იანვრამდე, და მთიანი ყარაბაღის (არცახი) რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას“, — ნათქვამია ბრძანებულებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს კეთდება ყარაბაღის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანთან რუსი სამშვიდობოების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.
ამის შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის ყველა მცხოვრებისთვის, მათ შორის იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს, უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გავლა.
მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის მის საზღვრებს გარეთ მყოფებს, აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული რეინტეგრაციის პირობების გაცნობას სთავაზობენ, რათა მომავალში დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რეგიონში დარჩენის საკითხი.
ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ერევანმა მომხდარი აგრესიად შეაფასა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღში სომხური შენაერთები არ იდგნენ.
20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. 21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ყარაბაღელი სომხებისა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. მეორე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაიწყეს რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ.
დღევანდელი დილის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 65 ათასზე მეტმა ადამიანმა.