„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, მარკო პოლოს, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0