https://sputnik-georgia.com/20230929/saqartveloshi-pensiebi-gaizrdeba-282789790.html
საქართველოში პენსიები გაიზრდება
საქართველოში პენსიები გაიზრდება
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T16:39+0400
2023-09-29T16:39+0400
2023-09-29T19:52+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წელს პენსიების ზრდა დააანონსა. ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების პენსია თითქმის 500 ლარი გახდება. შედარებისათვის მთავრობის მეთაურმა მოიყვანა 2012 წლის მონაცემები, როცა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას პენსია 110 და 125 ლარი იყო. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 315 ლარი იქნება, მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კი – 380 ლარი. პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში მოხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში პენსიები გაიზრდება
16:39 29.09.2023 (განახლებულია: 19:52 29.09.2023) ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წელს პენსიების ზრდა დააანონსა.
ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების პენსია თითქმის 500 ლარი გახდება.
შედარებისათვის მთავრობის მეთაურმა მოიყვანა 2012 წლის მონაცემები, როცა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას პენსია 110 და 125 ლარი იყო.
„ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 315 ლარი იქნება, მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კი – 380 ლარი.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში მოხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.