https://sputnik-georgia.com/20230929/opoziciastan-sexvedrebi-da-prezidentis-realiru-mizani-kalaze-282787454.html
პრეზიდენტის რეალური მიზანი - კახა კალაძე ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
პრეზიდენტის რეალური მიზანი - კახა კალაძე ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
Sputnik საქართველო
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახურული შეხვედრები დაიწყო. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T16:16+0400
2023-09-29T16:16+0400
2023-10-26T15:44+0400
კახა კალაძე
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:362:1334:1112_1920x0_80_0_0_aa1ea1ea30d71b9da1475765e9571e63.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებთან შეხვედრებს იმის გამო მართავს, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. ზურაბიშვილი გუშინ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება მოახდინა, რადგან ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მათ თანამოაზრეებს. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, კალაძის თქმით, თავიდანვე იყო ცნობილი, რომ პროცედურის ბოლომდე მიყვანა ძალიან რთული იქნება. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ყველაფერი პირიქითაა. პრემიერი: იმპიჩმენტი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან კავშირში არ არის>>თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის პასუხად "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში. ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება. საქართველო სტატუსის მოლოდინში ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. პრეზიდენტი რევოლუციური სცენარით მოქმედებს - ვოლსკი>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:360:1334:1361_1920x0_80_0_0_f09444154bfa9aa5e50a7b34d659c703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პრეზიდენტის რეალური მიზანი - კახა კალაძე ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
16:16 29.09.2023 (განახლებულია: 15:44 26.10.2023) იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახურული შეხვედრები დაიწყო.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებთან შეხვედრებს იმის გამო მართავს, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ზურაბიშვილი გუშინ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება მოახდინა, რადგან ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე.
„რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ იმპიჩმენტის მხარდაჭერა არ მოხდეს, როდესაც განხილვა პარლამენტში იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს „კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე“ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება", - განაცხადა კალაძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მათ თანამოაზრეებს.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, კალაძის თქმით, თავიდანვე იყო ცნობილი, რომ პროცედურის ბოლომდე მიყვანა ძალიან რთული იქნება.
„თუმცა გამორიცხული არაფერია, ვნახოთ და დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტში დეპუტატების მხრიდან", – აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ყველაფერი პირიქითაა.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.