https://sputnik-georgia.com/20230929/iliauni-kanvastan-tanamsromlobas-uaryofs-282800610.html
ილიაუნი ორგანიზაცია „კანვასთან“ თანამშრომლობას უარყოფს
ილიაუნი ორგანიზაცია „კანვასთან“ თანამშრომლობას უარყოფს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უარყოფს ორგანიზაცია „კანვასთან“ თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T21:14+0400
2023-09-29T21:14+0400
2023-09-29T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/05/247750571_639:72:2788:1281_1920x0_80_0_0_ead1625c0563c35dd08eb299b764128d.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უარყოფს ორგანიზაცია „კანვასთან“ თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ფიგურირებს, იუწყება ტელეარხი „იმედი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.მათი თქმით, უნივერსიტეტში არაფერი იციან იმის შესახებ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მათ სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერებას უმაღლებს.ორგანიზაცია „კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა და „ევრომაიდნის“ მოწყობის მიზნით.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კანვასის“ წევრები, სერბეთის სამი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს გამოკითხვაზე. სუსში მისვლამდე ისინი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ ტრენინგზე, რომელსაც რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ცნობილია, რომ სემინარის მთავარი თემა „სამოქალაქო აქტივიზმი“ იყო.უფრო ადრე ორგანიზაცია „კანვასის” დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ განმარტა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ, ხოლო სუსის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.უწყება აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის პირებს ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი ჩანაფიქრის განხორციელებას უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით გეგმავენ.
https://sputnik-georgia.com/20230929/kanavasis-wevrebi-sussi-daibares-282798567.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/05/247750571_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_c6de7b0b9206675f934542067e37ed32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო, პოლიტიკა
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უარყოფს ორგანიზაცია „კანვასთან“ თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ფიგურირებს, იუწყება ტელეარხი „იმედი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ თანამშრომლობს „კანვასთან“, არანაირი ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან“, — განაცხადეს უნივერსიტეტში.
მათი თქმით, უნივერსიტეტში არაფერი იციან იმის შესახებ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მათ სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერებას უმაღლებს.
ორგანიზაცია „კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა და „ევრომაიდნის“ მოწყობის მიზნით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კანვასის“ წევრები, სერბეთის სამი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს გამოკითხვაზე. სუსში მისვლამდე ისინი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ ტრენინგზე, რომელსაც რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ცნობილია, რომ სემინარის მთავარი თემა „სამოქალაქო აქტივიზმი“ იყო.
29 სექტემბერი 2023, 19:39
უფრო ადრე ორგანიზაცია „კანვასის” დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ განმარტა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ, ხოლო სუსის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
უწყება აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის პირებს ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი ჩანაფიქრის განხორციელებას უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით გეგმავენ.