https://sputnik-georgia.com/20230929/axali-arwurviloba-samasvelo-samsaxuristvis-282798368.html
ქართველ მაშველებს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცეს - ვიდეო
ქართველ მაშველებს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე... 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T22:14+0400
2023-09-29T22:14+0400
2023-09-29T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282796836_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_f09d1886157933a0581f1fe292364423.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სადაც სტუმრებისთვის თოკზე გადარჩენის, ხანძრის ქრობის და ურბანული სამძებრო-სამაშველო სიმულაციური ოპერაციები მოეწყო.ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და UNOPS-ის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.აღინიშნება, რომ ეს ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით და ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას.ახალი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში.აღნიშნული პროექტი, რომელიც ინიციატივის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ნაწილია, ჩვენს ქვეყანაში 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282796836_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_c2db63f4250250f37004a66825c9bce7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართველ მაშველებს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცეს - ვიდეო
22:14 29.09.2023 (განახლებულია: 22:47 29.09.2023) თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სადაც სტუმრებისთვის თოკზე გადარჩენის, ხანძრის ქრობის და ურბანული სამძებრო-სამაშველო სიმულაციური ოპერაციები მოეწყო.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და UNOPS-ის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაცემული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მოიცავს წყლის, სამთო და მაღაროში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისთვის სპეციალიზებულ აღჭურვილობას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების სისტემებსა და სხვადასხვა სასწავლო აღჭურვილობას“, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ეს ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით და ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას.
ახალი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ინიციატივის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ნაწილია, ჩვენს ქვეყანაში 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.