https://sputnik-georgia.com/20230927/solcisa-berbokis-winasaarcevno-turne-282721315.html
შოლცსა და ბერბოკს მოქალაქეები სტვენით შეხვდნენ - ვიდეო
შოლცსა და ბერბოკს მოქალაქეები სტვენით შეხვდნენ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გერმანელები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ კანცლერ ოლაფ შოლცსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, რომლებიც... 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T17:11+0400
2023-09-27T17:11+0400
2023-09-27T20:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
გერმანია
ოლაფ შოლცი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282721106_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_52b0a60cc7895ad4564b02b214037e0b.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გერმანელები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ კანცლერ ოლაფ შოლცსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, რომლებიც წინასაარჩევნო ტურნეს მართავენ ქვეყანაში, იუწყება „რია ნოვოსტი“ Spiegel-ის სიუჟეტზე დაყრდნობით.როგორც სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, რომ შოლცი და ბერბოკი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან, მოქალაქეებმა მათ მიმართ ერთნაირი უკმაყოფილება გამოხატეს.შეკრებილები შოლცს უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, ინფლაციასა და მიგრაციულ კრიზისში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი წევრები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.რაც შეეხება აუგსბურგში ვიზიტით მყოფ ბერბოკს, Spiegel-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ მისი პარტია „მწვანეები“ ამ დროისათვის ბევრს ერის საფრთხობელად მიაჩნია.ადგილობრივებმა ბერბოკი და „მწვანეები“ უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებებში დაადანაშაულეს.მანამდე Insa-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი კოალიციის მხარდამჭერი გერმანელების რიცხვმა მორიგ მინიმუმს მიაღწია 2021 წლის შემდეგ.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282721106_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_adcedc4e4c11e7ebf0be524a8bfd67ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გერმანელები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ კანცლერ ოლაფ შოლცსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, რომლებიც წინასაარჩევნო ტურნეს მართავენ ქვეყანაში, იუწყება „რია ნოვოსტი“ Spiegel-ის სიუჟეტზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, რომ შოლცი და ბერბოკი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან, მოქალაქეებმა მათ მიმართ ერთნაირი უკმაყოფილება გამოხატეს.
შეკრებილები შოლცს უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, ინფლაციასა და მიგრაციულ კრიზისში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი წევრები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
„შეურაცხმყოფელი შეძახილები, ყვირილი და სასტვენების ღრიალა კონცერტი — ნიურნბერგის ცენტრში კანცლერ შოლცს არც ისე სასიამოვნო მიღება მოუწყვეს“, — ნათქვამია სიუჟეტში.
რაც შეეხება აუგსბურგში ვიზიტით მყოფ ბერბოკს, Spiegel-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ მისი პარტია „მწვანეები“ ამ დროისათვის ბევრს ერის საფრთხობელად მიაჩნია.
„ისიც კი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს ხალხთან ახლოს მყოფად წარმოაჩინოს თავი, ვერ ცვლის ამ დამოკიდებულებას“, — ამბობს ვიდეოსიუჟეტის წამყვანი.
ადგილობრივებმა ბერბოკი და „მწვანეები“ უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებებში დაადანაშაულეს.
მანამდე Insa-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი კოალიციის მხარდამჭერი გერმანელების რიცხვმა მორიგ მინიმუმს მიაღწია 2021 წლის შემდეგ.