მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვარშავა ამოწმებს, მონაწილეობდა თუ არა ჰუნკა პოლონელების გენოციდში

© Frame from CTV News broadcast
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ამოწმებს, მონაწილეობდა თუ არა ყოფილი SS-ელი იაროსლავ ჰუნკა დივიზია „გალიჩინას“ მიერ ჰუტა პენიაცკაიაში მოწყობილ დანაშაულში, რა დროსაც მთელი სოფლის მოსახლეობა განადგურდა, განუცხადა ინსტიტუტის პრეს-მდივანმა რაფალ ლეშკევიჩმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პროკურორებმა ჰუტა პენიაცკაიაში ჩადენილი დანაშაულების შესახებ მასალების ანალიზი მაშინვე დაიწყეს, როგორც კი იაროსლავ ჰუნკას და კანადის პარლამენტში მისთვის გამართული ოვაციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„გამოძიებას პოლონელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი კომისია ატარებს. 1944 წლის 28 თებერვალს მომხდარი ფაქტი SS „გალიჩინას“ მიერ ჩადენილი უდიდესი დანაშაულია“, — აღნიშნა მან.

მისი თქმით, „გალიჩინას“ მებრძოლები, რომლის წევრიც იყო იაროსლავ ჰუნკა, ასევე ეჭვმიტანილები არიან ივონიჩში, ჰოდაჩკოვო-ველკეში, პრეგორილსა და სმოლიგუვში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
მსოფლიო დღეს
ჰუნკას ინციდენტი: კანადის პარლამენტში სპიკერის გადადგომა მოითხოვეს
ამასთან პოლონური მხარე აპირებს, რომ ჰუნკას შესახებ ინფორმაციის მისაღებად კანადასა და უკრაინას მიმართოს. ლეშკევიჩის თქმით, ჰუნკას კანადაში შესვლისას საიმიგრაციო ხელისუფლებისთვის თავის შესახებ ცნობები უნდა მიეწოდებინა. ამასთან ლეშკევიჩი არ გამორიცხავს, რომ ჰუნკას შესახებ ინფორმაცია უკრაინულ არქივებშიც იყოს დაცული.

ჰუნკას ინციდენტი

22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. 1944 წლის ივლისში „გალიჩინა“ (იგივე „გალიცია“) თითქმის მთლიანად განადგურდა ბროდთან ბრძოლაში. 1945 წლის აპრილში ის SS-ის ჯარებს გამოეყო და სახელწოდება შეიცვალა — პირველი უკრაინული დივიზია ეწოდა. 1945 წელს დივიზია მოკავშირეთა ჯარებს — ამერიკელებსა და ბრიტანელებს ჩაბარდა.
ყველა ახალი ამბავი
0