მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰუნკას ინციდენტი: კანადის პარლამენტში სპიკერის გადადგომა მოითხოვეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. კანადის პარლამენტის რამდენიმე წევრმა გადადგომისკენ მოუწოდა თემთა პალატის სპიკერ ენტონი როტას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს პარლამენტში უკრაინელი ნაციონალისტი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია, იუწყება ტელეარხი CBC News.

„ეს მიუტევებელი შეცდომაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ პალატას. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ წმინდა ნდობა დაკარგულია", — განაცხადა კანადის პარლამენტის ქვედა პალატის წევრმა პიტერ ჯულიანმა.

მისი თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ როტას აღარ შეუძლია მოვალეობების შესრულება.
ამავდროულად პარლამენტის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსაც ეკისრება. კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელისა და ოპოზიციის ლიდერის პიერ პუალევრის აზრით, კანადის ლიდერის კანცელარიას მიწვეულთა სია უნდა შეემოწმებინა.
„კანადელები დაიღალნენ პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც არასდროს იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მისი ხელმძღვანელობით ხდება", — აღნიშნა მან.
ტელეარხის ცნობით, სამშაბათს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თემთა პალატის სპიკერს შეხვდებიან და მომხდარზე იმსჯელებენ. შეხვედრა კვებეკის ბლოკმა მოითხოვა წერილობით, რომლის ლიდერის ალენ ტერიენის თქმით, „ნაცისტის მიწვევამ პარლამენტისადმი ნდობის უპრეცედენტო კრიზისი" გამოიწვია.

ჰუნკას ინციდენტი

22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიციაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. 1944 წლის ივლისში „გალიცია“ თითქმის მთლიანად განადგურდა ბროდთან ბრძოლაში. 1945 წლის აპრილში ის SS-ის ჯარებს გამოეყო და სახელწოდება შეიცვალა — პირველი უკრაინული დივიზია ეწოდა. 1945 წელს დივიზია მოკავშირეთა ჯარებს — ამერიკელებსა და ბრიტანელებს ჩაბარდა.
წყარო: CBC News
ყველა ახალი ამბავი
0