https://sputnik-georgia.com/20230927/kobaxidze-zurabishvili-prezidentis-tanamdebobis-girsi-ar-aris-282714271.html
ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობის ღირსი არ არის
ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობის ღირსი არ არის
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T13:45+0400
2023-09-27T13:45+0400
2023-10-26T13:56+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0fb5d93d5d1d2b9ea1d10119037185df.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" რჩება კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად და ადამიანად, რომელიც არ იმსახურებს ამ თანამდებობას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს ცნობილი გახდა პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებ. მისი თქმით, ზურაბიშვილი ზიანს აყენებს საქართველოს ინტერესებს, როცა ამბობს, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. კობახიძემ პრეზიდენტის ქმედებებს საბოტაჟი უწოდა. „ვხედავთ, რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, რეგულარულად საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოებრიობას უგულებელყოფს - შალვა პაპუაშვილი>>>პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები 31 მარტს ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება. „ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველო სტატუსის მოლოდინში ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_58eb0741fce819383505e277a9f39c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობის ღირსი არ არის
13:45 27.09.2023 (განახლებულია: 13:56 26.10.2023) მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" რჩება კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად და ადამიანად, რომელიც არ იმსახურებს ამ თანამდებობას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს ცნობილი გახდა პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებ.
„სისტემისთვის, მათ შორის მმართველი გუნდისთვის, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც არაერთხელ უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და ის ჩვენთვის არ წარმოადგენს ღირსეულ პრეზიდენტს, ადამიანს, რომელიც ღირსია ამ თანამდებობის", – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ზიანს აყენებს საქართველოს ინტერესებს, როცა ამბობს, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. კობახიძემ პრეზიდენტის ქმედებებს საბოტაჟი უწოდა.
„ვხედავთ, რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, რეგულარულად საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები 31 მარტს ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
„ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.